თბილისი (GBC) – ხვალ, 20 აგვისტოს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების ქსელების განახლების პირველ ეტაპს ასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს ჩაატარებს.
რუსთაველის გამზირის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი ოთხ ეტაპად არის დაყოფილი, რომლის პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე მოეწყო წყალმომარაგების 2.3 კმ და წყალარინების 0.5 კმ სიგრძის განახლებული ქსელი, დამონტაჟდა 52 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და მოეწყო 8 სახანძრო ჰიდრანტი.
განახლებული ქსელების ექსპლუატაციაში გასაშვებად, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს, ხვალ, 20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და 6 ლოკაციაზე პარალელურად მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 20 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან 21 აგვისტოს დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც:
მთაწმინდის რაიონში: რუსთაველის გამზირს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ჯორჯაძის, ვ. აბაშიძის, ლაღიძის, ზანდუკელის, გაბაშვილის, ძმები კაკაბაძეების, ბოცვაძის, ჯავახიშვილის, ზუბალაშვილების, გრიბოედოვის, ბესიკის, ჟორდანიას, ზალდასტანიშვილის, სარაჯიშვილის, ჭავჭავაძის, ქიქოძის, ჟღენტის, შევჩენკოს, ლესია უკრაინკას, ჩხეიძის, სობჩაკის, ჭანტურიას, ბროსეს, ვირსალაძისა და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, რიწის და არსენას ქუჩების ნაწილს.
კრწანისის რაიონში: აბჟანდაძის, დიდი ხეივნის, I ხეივნის, II ხეივნის, III ხეივნის, ახალი ხეივნის, საბატონოს, ცოლიკაურის, გულუას, კრწანისის ქუჩას,შესახვევებს და ჩიხებს, ერეკლე II-ის, ვერცხლის, ნაკაშიძის, შარდენის, ბამბის რიგს, რკინის რიგს, ცინცაძის, ოქრომჭედლების, სიონის, იეთიმ გურჯის, ანტონ კატალიკოსის, ყავლაშვილის, ილია და ნინო ნაკაშიძეების, ნიშნიანიძის, ჩახრუხაძის და დიუმას ქუჩებს; გორგასლის და კოტე აფხაზის ქუჩების ნაწილს.
ჩუღურეთის რაიონში: უშანგი ჩხეიძის ქუჩასა და მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.
