თუ ვაშინგტონი ირანს თავს დაესხმება, ირანი საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბ...
ირანელმა ოფიციალურმა
პირმა, ანონიმურობის
დაცვის პირობით, სააგენტო
Reuters განუცხადა, რომ
თეირანმა აშშ-ის
მოკავშირეებს სთხოვა
ვაშინგტონის ირანზე
თავდასხმას ხელი
შეუშალონ.„თეირანმა
რეგიონის ქვეყნებს, საუდის
არაბეთიდან და არაბთა
გაერთიანებული
საამიროებიდან დაწყებული
თურქეთით დამთავრებული,
განუცხადა, რომ აშშ-ის
ბაზებს ამ ქვეყნებში თავს
დაესხმებიან, თუ აშშ
მიზანში ამოიღებს ირანს“, -
განაცხადა ოფიციალურმა
პირმა.მისი თქმით, ირანის
საგარეო საქმეთა მინისტრ
აბას არაღჩსა და აშშ-ის
სპეციალურ წარმომადგენელ
სტივ უიტკოფს შორის
პირდაპირი კონტაქტები
შეჩერებულია, რაც მზარდი
დაძაბულობის
ასახვაა.ამასთან,
ისრაელელმა ოფიციალურმა
პირმა Reuters-ს ისიც განუცხადა,
რომ ისრაელის შეფასებით,
ტრამპმა გადაწყვიტა
ჩარევა, თუმცა ამ ქმედების
მასშტაბი და დრო
გაურკვეველი რჩება.მეორე
ისრაელურმა წყარომ,
მთავრობის
წარმომადგენელმა,
განაცხადა, რომ
პრემიერ-მინისტრ ბენიამინ
ნეთანიაჰუს უსაფრთხოების
კაბინეტს სამშაბათს გვიან
ღამით მიაწოდეს
ინფორმაცია ირანში
რეჟიმის დაშლის ან აშშ-ის
ჩარევის შანსების
შესახებ.ამერიკის
შეერთებული შტატების
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი,
14 იანვარს, ირანის
ხელისუფლებას „ძალიან
მკაცრი ზომების მიღებით"
დაემუქრა, თუ თეირანი
ანტისამთავრობო
პროტესტების მონაწილეთა
სიკვდილით დასჯას
დაიწყებს.ბოლო
მონაცემებით, ირანში
მიმდინარე კრიზისის
მსხვერპლთა რაოდენობამ
2,500-ს გადააჭარბა. CBS კი წერს,
რომ ირანში დაღუპულთა
რაოდენობა, სულ მცირე, 12
ათასია და შესაძლოა, 20
ათასსაც აღწევდეს. CBS-ის
ცნობით, ირანში მყოფმა
წყარომ მედიასთან
დაკავშირება შეძლო და
შეატყობინა, რომ
აქტივისტთა ჯგუფები,
სამედიცინო
წარმომადგენლების მიერ
მიწოდებული ინფორმაციის
საფუძველზე, დაღუპულთა
სრული სიის შედგენაზე
მუშაობენ. სამედიცინო
წარმომადგენლების
ანგარიშებზე დაყრდნობით
კი, დაღუპულთა რიცხვი ამ
მომენტისთვის, სულ მცირე, 12
000-ს შეადგენს.როგორც მედია
წერს, ამავე წყაროს
მეშვეობით ირკვევა, რომ
უსაფრთხოების ძალები
თეირანის მასშტაბით კერძო
საავადმყოფოებში მიდიან,
მათ პერსონალს ემუქრებიან
და აქციების დროს
დაშავებულთა სახელებისა
და მისამართების
მიწოდებას ითხოვენ.გუშინ,
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში
აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტმა განაცხადა,
რომ 14 იანვარს ირანის
ხელისუფლება დაკავებული
ირანელი მომიტინგის, ერფან
სოლტანის სიკვდილით
დასჯას გეგმავს. „ისლამური
რესპუბლიკის რეჟიმმა 10 600-ზე
მეტი ირანელი დააკავა
მხოლოდ ძირითადი
უფლებების მოთხოვნის
გამო.დაკავებულთა შორისაა
26 წლის ერფან სოლტანი,
რომელსაც დღეს სავარაუდოდ
სიკვდილით დასჯიან.
1768388892