თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის სტუდენტებისთვის გაცნობა გრძელდება.
სამსახურის უფროსის მოადგილეს - იოსებ ვარძელაშვილს და დეპარტამენტის უფროსს - ლევან ძნელაძეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორმა ტიტე აროშიძემ უმასპინძლლა.
სტუდენტებს გააცნეს უწყების მანდატი, სამუშაო სპეციფიკა და ანაზღაურებადი სტაჟირების ეტაპები. ასევე, დეტალურად განუმარტეს, პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, სტაჟირების პროგრამის მნიშვნელობა და სამომავლო შესაძლებლობები.
სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხებიც მიიღეს.