თბილისი (GBC) - საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი საშინაო ფორმა ექნება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ნაკრების ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ახალ ფორმას საყელო და ორი ღილი ექნება.

სეზონის ახალი მთავარი ფორმა უკვე ხელმისაწვდომია ნაკრების ოფიციალურ ფან-შოპში, რომლის ღირებულებაც 229 ლარია. 

ახალი ფორმის დიზაინერის და მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.