თბილისი (GBC) - FlightRadar24-ის მონაცემებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან 11 ნოემბერს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი თურქეთის საჰაერო ძალების სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავი Lockheed C-130 Hercules არის.
ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტა გაავრცელა.
"სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სატვირთო ბორტი.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დეტალურ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის", - ნათქვამია უწყების განცხადებაში
თვითმფრინავი განჯის აეროპორტიდან აფრინდა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა.
თვითმფრინავმა რადარზე მოძრაობა 14:49-ზე შეწყვიტა.