თბილისი (GBC) - სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში სხვა ქვეყნის მოქალაქის მართვად ავტომანქანაში 100 გ-მდე  არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები,85 350 რუსული რუბლი და 20 750 ევრო აღმოაჩინეს.

 საიუველირო ნაკეთობები საბაჟო ღირებულება 15 223 ლარია. საქმის მასალები საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.