თბილისი (GBC) -,,სარფში" დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება - ,,კოკაინის" ქვეყნის საზღვარზე მალულად შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 150 გ -მდე კოკაინი აღმოაჩინეს.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ყავის შეფუთვაში ედო.

საქმეს შსს იძიებს.