თბილისი (GBC) - დელისის მეტროს მიმდებარედ, ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობიდან კვამლი ამოდის.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულნი.

კვამლის გაჩენის მიზეზები და დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით უცნობია. ტელეკომპანიას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

მასალა განახლდება დეტალების დაზუსტებისთანავე.

განახლება 

„ფორმულას დღის“ წამყვანმა ირაკლი კიკნაველიძემ პირდაპირი ეთერი შენობაში გაჩენილი ძლიერი დაკვამლიანების გამო შეაჩერა: „საგანგებო რეჟიმია, კვამლია ჩვენს შენობაში“, - განაცხადა კიკნაველიძემ გათიშვამდე.

არსებული ცნობით, ხანძარი შენობის მე-12 სართულზე გაჩნდა. ტელეკომპანია „ფორმულა“ მე-17 და მე-18 სართულებზეა განთავსებული. ამ ეტაპზე თანამშრომლები შენობიდან ევაკუირებას ვერ ახერხებენ, რადგან საევაკუაციო კიბეები ძლიერადაა დაკვამლიანებული.