თბილისი (GBC) - საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 594 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6%-ით მეტი) 5 393.5 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35%-ით მეტი). 

ამასთან, ნებართვების 74% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ;

  • ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.9% მოდის ქ. თბილისზე;
  • 9.7% - ქვემო ქართლის რეგიონზე;
  • 8.3% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე;
  • 8.1% - კახეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2024 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 600.7 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით 19.7%-ით მეტი) 1 720 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.4%-ით მეტი).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ;

  • 37% - მოდის - ქ. თბილისზე;
  • 13.1% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე;
  • 12.6% - კახეთის რეგიონზე;
  • 9.1% - იმერეთის რეგიონზე.