თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია ₾189.5 მლნ-ის ღირებულების (24.7 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 44.2%, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 13.6%, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 42.2%. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 43.7% მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (31.5%), რძის პროდუქტებზე (28.3%), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (13.4%) და თევზეულზე (12.1%) მოდის.

საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 7.4 მლნ. ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 3.%-ს შეადგენს. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 44%-ს, მაისში – 44.8%-ს, ხოლო ივნისში – 58.1%-ს.

2025 წლის II კვარტალში საქართველოში 116 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.8% მდებარეობს კახეთის რეგიონში, 16.4% – ქვემო ქართლის რეგიონში, 15.5% – შიდა ქართლის რეგიონში, 14.7% – იმერეთის რეგიონში, 9.5% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 8.6% – მცხეთა მთიანეთის რეგიონში, ხოლო 15.5% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წლის II კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 124.8 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 34.3% – მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 59% – ღორი, ხოლო 4.7% ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 1.9%-ს შეადგენს.

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 133.6 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების მიერ 2025 წლის II კვარტალში 15.5 ათასი ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 31.8% მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 32.4% – ფრინველის ხორცზე, 34.9% – ღორის ხორცზე, 0.9% – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 9.6 ათას პირს, საიდანაც 44.7% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი, სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 021 კაცი შეადგინა.

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 40.5 ლარი, ღორის დაკვლის საფასური – 33.7 ლარი, ხოლო ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 13.3 ლარი.

2025 წლის II კვარტალში საქართველოში 234 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (43.6%) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია თბილისში (15.8%), კახეთის რეგიონში (12.8%), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (7.7%), იმერეთის რეგიონში (5.1%), ქვემო ქართლის რეგიონში (4.7%), აჭარის ა.რ.-ში (4.3%), გურიის რეგიონში (2.1%), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (1.7%), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.7%) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.4%).

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში მომსახურება გაეწია 399 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 735 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 508 კაცით განისაზღვრა.

2025 წლის II კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული (განთავსებული) იყო 90.7 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 41.6%  – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.7% – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 14.8% – თევზეული, 11.8% – ხილი და ბოსტნეული, 6.2 პროცენტი – რძის პროდუქტები და 4.9% – სხვა პროდუქტები.

2025 წლის II კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 14%-ს – საკუთარი წარმოების, 25.6%-ს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 60.4%-ს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 7.8 მლნ. ლარი შეადგინა.

2025 წლის II კვარტალში საქართველოში 29 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც ქვემო ქართლის (34.5%) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 20.7% ფუნქციონირებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 13.8% კახეთის რეგიონში, 10.3% – შიდა ქართლის რეგიონში, 10.3% – თბილისში, 6.9% – იმერეთის რეგიონში, 3.4% – გურიის რეგიონში.

2025 წლის II კვარტალის განმავლობაში მომსახურება გაეწია 15 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 41 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 390 კაცით განისაზღვრა.

2025 წლის II კვარტალში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 116.8 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 65.8%-ს წარმოადგენდა ხორბალი და 17.5%-ს სოიოს შროტი. საანგარიშო პერიოდში, ელევატორებში განთავსებული პროდუქციის მთლიანი მოცულობის 65.6%-ს ელევატორების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქცია შეადგენდა.

2025 წლის II კვარტალში, ელევატორების მიერ გაყიდულია 73.2 მლნ. ლარის ღირებულების 65 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 32.9% იყო იმპორტირებული პროდუქცია, ხოლო 58.3% – ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქცია.

ელევატორების მიერ საკუთარი წარმოების პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი, რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის 78.4%.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) აპრილში შეადგენდა 45.6%-ს, მაისში – 45.2%-ს, ხოლო ივნისში – 45.8%-ს.