თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი, წინა კვარტალთან შედარებით, 2%-ით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 7.3%-იანი კლებით, რამაც -4.08 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.8%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 20.1%-იანი მატებით, რაც 9.11 პ.პ.-ით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 10.6%-ით შემცირდა, ხოლო ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 37.8 %-ით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, -4.11 და 7.82 პ.პ. შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2025 წლის მეორე კვარტალში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსები წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსების ფორმირებაში მონაწილე სასოფლო - სამეურნეო პროდუქტების ჯგუფების შესაბამისი წვლილები: