დეკემბერში  წლიური ინფლაციის წლიურმა დონემ 9.8% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე
წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.8 %-ით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.3 -ით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 5.41 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ბოსტნეული და ბაღჩეული (27.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (22.1 პროცენტი), მინერალური
და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და
კაკაო (18.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული
(14.1 პროცენტი), თევზეული (13.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7 პროცენტი), ზეთი
და ცხიმი (6.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (6.4 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.8 პროცენტიანი
მატება, რაც 1.58 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (37.4 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და
შეკეთება (10.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.1 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც 0.64 პროცენტული პუნქტით
აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (11.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.2 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.3 პროცენტიანი მატება,
რაც 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც
ალკოჰოლური სასმელების (10.8 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.