თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11,9 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი $3,2 მლრდ იყო (გაიზარდა 13.7%-ით), ხოლო იმპორტი $8,7 მლრდ (გაიზარდა 12.4%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივნისში $5,5 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8%-ია.
საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო 45,8%-მდე შემცირდა

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

არსებული მენაბრეებისთვის პირობები არ იცვლება. მათთვის 1.2% შენარჩუნდება.ამ დროისთვის აშშ დოლარში ერთწლიანი ანაბრის (ვადის ბოლოს გატანის პირობით) წლიური სარგებელი 3.2%-ია, ლარში 10.92%.ბაზისბანკი, ფიზიკური პირების ანაბრების 1.361 მლრდ ლარის პორტფელით, 4.09%-იანი წილით lV პოზიციაზეა (H1/2024 – 1.234 მლრდ. 4.16%).სავალუტო ანაბარის 5 წლამდე ვადით თავდება.ჰუალინგ ჯგუფის ბანკი გამსხვილებისთვის ემზადება ლიბერთისთან, რომლის საცალო დეპოზიტების პორტფელი 2 მლრდ ლარამდეა.
1754312430

ანა გოგუაძე და მის მიერ შექმნილი კაფე „მზიური“ სხვა შემთხვევაა. სივრცეს, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაუღო კარი მიუსაფარ ოთხფეხა მეგობრებს, მოაწყო პლასტმასას ურნა და ხილვადი, ადაპტირებული გახადა გარემო ეტლით მოსარგებლეებისთვის, „მართლა“-ს დამატებას არ საჭიროებს. 9 წლის განმავლობაში, „მზიური“ გახდა ადგილი, სადაც მხოლოდ ყავის დასალევად არ მიდიხარ.ამიტომ გასაკვირიც არ იყო, როდესაც თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული მზიური გახდა და „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდოც“ ერგო. არადა, წლევანდელ დაჯილდოებაზე არეგისტრირებულ აპლიკანტთა რაოდენობა რეკორდული იყო - 443.თავიდანვე შევთანხმდეთ: მზიური მხოლოდ კაფე არ არის. ეს ზუსტად იცოდა ანა გოგუაძემ როდესაც 9 წლის წინ დანგრეულ შენობას უყურებდა და გონებაში ნოდარ დუმბაძის სამყაროს აცოცხლებდა.„გული მწყდებოდა მიტოვებულ მზიურის პარკზე. ის ნამდვილად არ ჰგავდა იმ ადგილს, რომელზეც ნოდარ დუმბაძე წერდა და ოცნებობდა. დუმბაძის შემოქმედება ჩემთვის ყოველთვის იყო ჰუმანურობისა და ადამიანობის მაგალითი. 12 წელი თანამოაზრეებთან ერთად ვაკეთებდით ფესტივალს, რომლის მიზანიც ამ ადგილის გამოცოცხლება იყო. ვგულშემატკივრობდი ქალბატონს, რომელმაც თავდაპირველად ამ მიტოვებულ შენობაში სეზონური კაფე გახსნა, თუმცა შემდგომ ფინანსური პრობლემების გამო დაიკეტა“, - გვიყვება ანა.2015 წელს მეგობარმა სოციალური მეწარმეობის კონცეფცია აუხსნა. სოციალური კაფის მიზანიც კომერციულ მოგებას სცდება და სოციალურ, საზოგადოებრივ თუ ეკოლოგიური იდეების მხარდაჭერას მოიცავს.„ანუ რა გამოდის, რაც მეტ ყავას გავყიდით, მეტი ღონისძიების ჩატარებას შევძლებთ??“- კონტრკითხვა დასვა ანამ და მიხვდა, რომ მის იდეას შესაძლოა ხორცი შესხმოდა. მზიური უნდა გამხდარიყო ცოცხალი ფუნქციურად დატვირთული არა მხოლოდ პირველ ივნისს, არამედ მთელი წლის განმავლობაში.პირველი მხარდამჭერი და ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი თიბისი იყო, რომელმაც პროექტისთვის 50 000 ლარის ოდენობის დონაცია გამოყო, მას შემდეგ რაც თბილისის მერიამ მიტოვებული შენობა „მზიურს“ დროებით სარგებლობაში გადასცა. თანხა არა მხოლოდ კაფის მოწყობას მოხმარდა, ანამ და მისმა მეგობრებმა ამორტიზირებული ამფითეატრის გარემონტებაც შეძლეს. თიბისის ნდობა პატარა კომპანიებისთვისაც ბიძგი აღმოჩნდა, რომლებმაც სხვადასხვა ფორმით „მზიურის“ იდეას შეეხიდნენ.„ჩვენ მომსწრე ვართ, როგორ იცვლება ადამიანების ქცევა. თავიდან პრობლემად მიაჩნდათ რომ კაფის წინ მანქანას ვერ აპარკინგებდნენ, ახლა ზოგი ველოსიპედით, ზოგი სკუტერით გვსტუმრობს., ზოგიც სპეციალურად გრძელ გზას ირჩევს პარკის მხრიდან რომ ჩვენთან შემოისეირნოს. როდესაც პლასტმასას ყუთი დავდგით, მას ნაგვის ურნადაც იყენებდნენ, შემდეგ ვხედავდით როგორ მოჰქონდათ მაცხოვრებლებს პლასტმასის ჭუჭყიანი ბოთლები, მალევე გამჭვირვალე ყუთში უკვე გარეცხილი ბოთლები იყრებოდა. ბავშვებს, აღარ უკვირთ ეტლით მოსარგებლე ადამიანი, იმდენად ბუნებრივი ამბავია მათთვის“, - ამბობს ანა.„უკვე ერთი წელია მზიურის მომავალი გაურკვეველია, რადგან თბილისის მერიას კაფე მზიურისთვის კონტრაქტი არ განუახლებია. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, პირველი რასაც ვაკეთებ, არის ის, რომ შევდივარ მერიის ვებგვერდზე და ვამოწმებ აუქციონი ხომ არ დაიდო. მზიური არ არის მხოლოდ კაფე, ამდენი წლის შრომა ჩავდეთ, მერიის როლი დიდია რადგან ამ საქმის პარტნიორები თავადაც იყვნენ. მჯერა, რომ გადაწყვეტილებას შეცვლიან და დიალოგის რეჟიმს დავუბრუნდებით. თიბისის დაჯილდოების აპლიკაცია შევავსე, თუმცა დედლაინამდე ერთი საათით ადრე გავგზავნე. გავიფიქრე, თუ გავიმარჯვებთ ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენი სჯერათ და მზიური ბევრისთვისაა მნიშვნელოვანი“, - ამბობს ანა.მისი დინჯი ოპტიმიზმი გადამდებია. ადამიანები, რომლებიც მზიურს ხშირად სტუმრობენ, შემდეგ ამ ღირებულებების ერთგვარი ელჩებიც ხდებიან. სხვაგანაც ითხოვენ ადაპტირებულ სივრცეს, ცდილობენ სოციუმში რაღაც უკეთესობისკენ შეცვალონ. მთავარია სჯერათ, რომ წარმატება გზაშია!
1754308124

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 76.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.74% წინა კვირასთან შედარებით და +10.26% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 241 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 74.60 - 78.15 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 41 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 47.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.96% წინა კვირასთან შედარებით და +2.82% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 244 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.00 - 49.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 21.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +0.95% წინა კვირასთან შედარებით და +11.43% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 381 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 20.95 - 21.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 61 ათასი აქცია შეადგინა.
1754304325

ეს პროდუქტი პირველია საქართველოში, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მერჩანტის სალარო პროგრამას და ერთდროულად იღებს, როგორც ნაღდ, ისე უნაღდო გადახდებს. აქამდე ნაღდი გადახდების მისაღებად, ცალკე მდგომი ტერმინალი იყო საჭირო.მოწყობილობა შეესაბამება საქართველოს შემოსავლების სამსახურის ფისკალურ რეგულაციებს და ნაღდი გადახდების მონაცემები შემოსავლების სისტემაში ავტომატურად აისახება, შესაბამისად, პოს ტერმინალი სრულად ანაცვლებს სალარო აპარატს და მერჩანტებს მხოლოდ ერთი მოწყობილობით შეუძლიათ ყოველდღიური ოპერაციების განხორციელება.მაქსიმალურად გამარტივებულია ტერმინალის ინსტალაცია - გამოყენებაც, რაც ბიზნესებისთვის პროცესს კიდევ უფრო მოქნილს ხდის. ინტეგრირებული სალარო აპარატების გამოყენება განსაკუთრებით მიმზიდველია იმ კომპანიებისთვის, ვინც აქტიურად არის დაინტერესებული ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლით.
1754304190

ამის შესახებ სააგენტო რეპორტი ბაქოში ბრიტანეთის საელჩოზე დაყრდნობით წერს.დიპლომატიურ მისიაში აღნიშნეს, რომ ავიაკომპანია Silk Way West Airlines–მა დიდ ბრიტანეთში დადო გარიგება Boeing 777–ის თანამედროვე ავიასიმულატორის შეძენაზე.„ბრიტანული კომპანიის L3Harris Commercial Aviation Solutions მიერ წარმოებული ტრენაჟორი ახალი თაობის მოდელს წარმოადგენს, რომელიც Boeing 777–ის სამ მოდელს აერთიანებს. ეს მოწყობილობა აზერბაიჯანის ეროვნული საავიაციო აკადემიის სტუდენტებს სწავლების რეალისტურ პირობებს შეუქმნის“, – აღნიშნეს საელჩოში.
1754297759

გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნების მნიშვნელობაზე და საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის, მათი ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. ცესკოს თავმჯდომარემ მათ ასევე მიაწოდა ინფორმაცია 4 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით და დეტალურად ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ჩასატარებლად ახორციელებს.გიორგი კალანდარიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დეზინფორმაციის საკითხს დაუთმო და ის საარჩევნო პროცესის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დაასახელა, ამასთან მან ახალგაზრდებს ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაც გააცნო.შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.„საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და ურთიერთობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ჩავერთოთ ახალ საბანაკე სეზონში და შევხვდეთ ასობით ახალგაზრდას, ხელი შევუწყოთ მათი ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიც არის, მაგალითად, დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესებში, პროგრესი რაც ტექნოლოგიურმა ინტერვენციამ უზრუნველყო და, რა თქმა უნდა, ასეთი ჯანსაღი დისკუსიების ფონზე წავახალისოთ მათი აქტიური ჩართულობა“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.ახალგაზრდებთან შეხვედრა საარჩევნო ადმინისტრაციისა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობით გაიმართა.(R)
1754297551

- საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 87 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 130 საქმეზე.- GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 40 მოვაჭრეს - 75 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში - 33 000 ლარის ოდენობით.- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 104 საქმეზე - 94 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.2025 წელს, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 67% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 33% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 79%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 5%, იმერეთი 4%, კახეთი 3 %, ქვემო ქართლი 2% და სხვა რეგიონები.შვიდი თვის მონაცემებით, მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 245, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 231, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 125, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 44, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 26, ხოლო სხვა დანარჩენზე 62.სტატისტიკის მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 10%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 17%-ს.ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ ელფოსტაზე consumer@gcca.gov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20 და ასევე ქალაქის ნომერზე 032 205 44 22.
1754295933

„მიმდინარე წელს ტვირთების გადაზიდვების მოცულობა უკვე იზრდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინური ტვირთების მოცულობის გაზრდა შუა დერეფნის მიმართულებით. ამიტომ მოვედით ადგილზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ტვირთები შეუფერხებლად გადაადგილდება. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ტვირთბრუნვის ზრდა ამ მიმართულებაზე, სულ მცირე, ყოველწლიურად მოხდეს“, – აცხადებს აბაშიძე.„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის ახალქალაქის სადგურში ვიზიტის დროს ობიექტზე ჩინური მატარებელი შევიდა, რომელიც თურქეთის გავლით ევროპისკენ გააგრძელებს სვლას.მატარებლები ბაქო–თბილისი–ყარსზე სატესტო რეჟიმში გადაადგილდება. ამ სარკინიგზო ხაზის სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ევროპა– აზიის ახალი სატრანსპორტო დერეფანი გაჩნდება, რაც გაზრდის საქართველოს, როგორც ტრანზიტული ქვეყნის როლს. პროგნოზის თანახმად, ბაქო–თბილისი–ყარსზე ტვირთბრუნვის მოცულობა მიმდინარე 1 მლნ ტონიდან 5 მლნ ტონამდე გაიზრდება, მომავალში 15 მლნ ტონამდე გაზრდის პერსპექტივით.
1754295717