თბილისი (GBC) - მსოფლიოს 116 ქვეყანას შორის, საქართველო ინგლისური ენის ცოდნით 34-ე პოზიციას იკავებს, ხოლო ევროპის ქვეყნებში იგი 25-ე პოზიციაზეა. ამის შესახებ EF ინგლისური ენის ცოდნის 2024 წლის განახლებულ ინდექსის მონაცემებში ვკითხულობთ

გლობალურ რეიტინგში საქართველო ინგლისური ენის ცოდნით, რეგიონის ყველა სახელმწიფოს უსწრებს. 

საქართველოს შემდეგ, 35 პოზიციას იკავებს ბელარუსი. სომხეთი არის 38-ე პოზიციაზე, მოლდოვა 39-ზე, უკრაინა კი მე-40-ზე. 

რაც შეეხება რუსეთს, EF ინგლისური ენის ცოდნის გლობალურ რეიტინგში იგი 44–ე პოზიციას იკავებს. თურქეთი 65-ს ხოლო აზერბაიჯანი 86-ეს.