თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წელის პირველ კვარტალში საქართველოში $3.35 მლნ-ის მაკარონი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ($4.63 მლნ), $1.28 მლნ-ით ნაკლებია. აღნიშნული პროდუქციის იმპორტი საანგარიშო პერიოდში 27.7%-ით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ჯამში $20.2 მლნ–ის მაკარონი შემოვიდა.
2024 წლის მაკარონის საიმპორტო TOP3 ქვეყანაა:
- რუსეთი - $9.71 მლნ
- იტალია - $3.63 მლნ
- თურქეთი - $1,9 მლნ
მაკარონის ექსპორტს რაც შეეხება, 2024 წელს საქართველოდან ექსპორტზე სულ $321 ათასის მაკარონი გავიდა, რომლის ძირითადი ნაწილი ($183 660) ერაყის ბაზარს მიეწოდა.