თბილისი (GBC) – ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივნისში მშენებლობაზე გაცემულია 5 391 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6%–ით ნაკლები) 5 275.7 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტით მეტი). 

საქსტატის მონაცემებით, ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.2% მოდის თბილისზე, 9.2% – ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.6% – აჭარის ა.რ.-ზე და 7.3% — კახეთის რეგიონზე.

საქსტატში აღნიშნავენ, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2026 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიიღეს 1 546.2 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.6 პროცენტით ნაკლები) 1 459 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტით ნაკლები). ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 31.9% თბილისზე, 15.1% — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.1% — კახეთის რეგიონზე და 10% — ქვემო ქართლის რეგიონზე.