თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 2%-ით შემცირდა და 870.5 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 398.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4.8%-ით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობა 175.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 12.5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.6%-ით გაიზარდა და 11.1 მილიონი ფრთა შეადგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალში რძის წარმოებამ 184.0 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1.1%-ით ნაკლებია.

ხორცის წარმოებამ 18.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 9.5%-ით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 179.7 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.6%-ით მეტია.