თბილისი (GBC) - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში 4 ტიპის განთავსების ობიექტები არსებობს. 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში სულ 3198 განთავსების ობიექტია, აქედან 1232 სასტუმროა, 1281 - საოჯახო სასტუმრო, 454 - სასტუმრო სახლი და 231 - სხვა ტიპის განთავსების ობიექტი. აქედან ყველაზე მეტი (37 788) ოთახი აქვს სასტუმროებს, შემდეგ - საოჯახო სასტუმროებს (8164) და სხვა ტიპის განთავსების ობიექტებს (4568).
რაც შეეხება განთავსების საშუალებებში ოთახების რაოდენობას, რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
ქვეყანაში 5 და ნაკლები ოთახი 1214 განთავსების საშუალებას აქვს, 6-დან 10 ოთახამდე - 811-ს, 11-დან 20 ოთახამდე - 587-ს და 21 ოთახზე მეტი - 596 განთავსების საშუალებას. აქედან, ყველაზე მეტი 21 ოთახზე დიდი სასტუმროები თბილისში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთშია.
კომერსანტი • commersant