თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3.704 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 9.900-ით (+0,27%Y.Y) მეტია. 1/3-ზე მეტი თბილისში ცხოვრობს.

61.5% ქალაქშია დასახლებული.  1.780 მილიონი მამაკაცია, 1 924 მილიონი ქალი. თანაფარდობის მაჩვენებელი 93-ია., რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 93 კაცი მოდის. თუმცა 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალებისას. 40 -დან საპირისპიროა, რაც გამოწვეულია კაცთან შედარებით ქალთა უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით. 

14 წლამდე მოქალაქეების წილი 19.2%-ია. შრომისუნარიან ასაკში მყოფი კატეგორიის (15-64 წ.წ) – 64.2%-ს, ხოლო >65 წლის − 16.6%-ს.

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა - 74.9 წ. არ შეცვლილა. მათ შორის კაცის – 70.5 წ. ქალის – 79.3 წ.

საქართველოს მოსახლეობის მედიანური ასაკი შეადგენს 39 წელს. 

ემიგრანტები წლიურად 50.5%-ით შემცირებულია 121 425  მდე (2024-ის სტატისტიკა) იმიგრანტების რიცხოვნობა 34%-ით, 135 811 -მდე დაიკლო. იმიგრანტების 85.6% და ემიგრანტების 85.8%, შრომისუნარიან ასაკში მყოფია. 

იმიგრანტების 48.2%-ს, ხოლო ემიგრანტების 53.2%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.