თბილისი (GBC) – იანვარ-აპრილში საქართველოდან TOP 5-მა ექსპორტზე გასულმა პროდუქციამ მთლიანი ექსპორტის 54% შეადგინა, ხოლო TOP 5-მა იმპორტირებულმა პროდუქციამ – მთლიანი იმპორტის 36%. 

გთავაზობთ ამ პერიოდის TOP 5 ექსპორტ/იმპორტირებულ პროდუქციას და მათ მოცულობას:

ექსპორტი:

1. მსუბუქი ავტომობილები - $595 მლნ-ის 33 095 ერთეული.

2. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $257.8 მლნ-ის 130.6 ათასი ტონა.

3. ფეროშენადნობები - $84.4 მლნ-ის 69 ათასი ტონა.

4. ღვინო - $78.6 მლნ-ის 26.8 მლნ ლიტრი.

5. სასუქები (მინერალური, ქიმიური, აზოტოვანი) - $70.1 მლნ-ის 131.7 ათასი ტონა.

იმპორტი:

1. მსუბუქი ავტომობილები - $727.9 მლნ-ის 49 298 ერთეული.

2. ნავთობი და ნავთ.პროდუქტები - $318 მლნ-ის 405 ათასი ტონა.

3. ნავთობის აირები - $250.6 მლნ-ის 1.1 მლნ ტონა.

4. სპილენძის მადნები და კონცენტრანტები - $161.9 მლნ-ის 93 ათასი ტონა.

5. სამკურნალო საშუალებები - $155.3 მლნ-ის 3.6 ათასი ტონა.

იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $6.5 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.9%-ით მეტია.

აქედან ექსპორტი $2 მლრდ-ს შეადგენს (გაიზარდა 23.6%-ით), ხოლო იმპორტი $4.5 მლრდ (გაიზარდა 21.2 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-აპრილში, $2.6 მლრდ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6%-ია.