თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 153.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.3%-ით მეტია.
აქედან, ექსპორტი 3 843.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 8.9%-ით), ხოლო იმპორტი 10 310.1 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 10.8%-ით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივლისში 6 466.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.7%-ია.