თბილისი (GBC) - საქსტატის ინფორმაციით, მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1.4%-ით. აღნიშნულ პერიოდში ფასების 4.4%-ით ზრდა დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე 1.7%-ით.

ამასთან, დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 1.5%-ით, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე 0.8%-ით. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 3%-ით. აღნიშნულ პერიოდში ფასების ზრდა დაფიქსირდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 11.1%-ით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე 3.1%-ით. ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1.5%-ით, ხოლო წყლის ტრანსპორტის მომსახურებაზე ფასები შემცირდა 24.6%-ით.

სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ჯამური ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4%-ით. აღნიშნულ პერიოდში სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 2.8%-ით, ხოლო სადენიანი და უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები უცვლელია. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი შემცირდა 12.5%-ით. აღნიშნულ პერიოდში სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 21%-ით. ამასთან, სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები შემცირდა 16%-ით, ხოლო უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.2%-ით.

მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0.4%-ით. ფასების კლება დაფიქსირდა დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურებაზე 1.7%-ით, ხოლო საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.8%-ით. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ჯამური ინდექსი გაზრდილია 8.7%-ით. აღნიშნულ პერიოდში დროებითი განთავსების საშუალებებით მომსახურების ფასები გაიზარდა 11.7%-ით, ხოლო საკვების და სასმელების მიწოდებით მომსახურების ფასები 6.3%-ით.