თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ  17 719 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 22 718 ადამიანი.

2025 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -4 999 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (406) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (296).

2025 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების  9 925 და განქორწინების 6 456 შემთხვევა.