თბილისი (GBC) - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +38.8%-ით გაიზარდა.
საქართველოში 2024 წლის პირველ ორ კვარტალში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან 42,905 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +38.8%-ით მეტია.
ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება:
საუდის არაბეთიდან - +44.3%;
ქუვეითიდან - +45.8%;
კატარიდან - +29.7%.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.