თბილისი (GBC) - recov.ge-ის ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 230 ერთეული შეადგინა და წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 5%-იანი კლება დაფიქსირდა. ბაზრის ზომა 7%-ით, 230 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. 

2024 წლის აგვისტოში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბანში, ქალაქის ცენტრში 7%-იანი, ხოლო ფართო ცენტრში 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

recov.ge-ის ინფორმაციით, 2024 წლის აგვისტოში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გარეუბანში 10%-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ცენტრში 9%-ით. ფართო ცენტრში კი მაჩვენებელი 2%-ით შემცირდა.

2024 წლის აგვისტოში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 0.4%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით მაჩვენებელი 17%-ით არის შემცირებული.