თბილისი (GBC) - თებერვალში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოში სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2.3%-ით გაიზარდა.

სადენიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფასი 3.7%-ით გაიზარდა.

ამ პერიოდში, უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფასი არ შეცვლილა.

რაც შეეხება სხვა სატელეკომუნიკაციო მომსახურებას, ის 1.1%-ით არის შემცირებული.

წყარო: საქსტატი