თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პ.პ.-ით შემცირდა და 13.3% შეადგინა.

4Q25-ში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6 პ.პ.-ით შემცირდა და 54.4%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე არ შეცვლილა და 47.1% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.3 პ.პ.-ით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.5 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2 პ.პ.-ით და შესაბამისად 47%-ს და 47.2%-ს შეადგენს.

საქსტატის მონაცემებით, 4Q25-ში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში არ შეცვლილა და 69.3% შეადგინა.

4Q25-ში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.8 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.3 პ.პ.-ით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.

4Q25-ში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.7 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში - 1.1 პ.პ.-ით და შესაბამისად 10.3%-ს და 15.6%-ს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.

4Q25-ში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.5%-ს, ხოლო კაცებში 65.5%-ს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 0.6 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში - 0.8 პ.პ.-ით.

4Q25-ში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 0.2 პ.პ.-ით, ხოლო კაცებში არ შეცვლილა.