თბილისი (GBC) - საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760.6 ათასი ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 6.3%-ით ნაკლებია. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 372.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 7.9%-ით ჩამორჩება.

  • ღორის რაოდენობამ 122 ათასი სული შეადგინა, რაც 11.8%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
  • ფრინველის რაოდენობამ 8.7 მლნ ფრთა შეადგინა, რაც 8.3%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 4Q25-ში რძის წარმოებამ 97.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6.4%-ით ნაკლებია.

2025 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 545.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 5%-ით ჩამორჩება 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 4Q25-ში ხორცის წარმოებამ 28.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7%-ით მეტია.

2025 წელს ხორცის წლიურმა წარმოებამ 81.9 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7.7%-ით ჩამორჩება. 4Q25-ში კვერცხის წარმოება 165.4 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3.3%-ით ნაკლებია. 2025 წელს კვერცხის წლიურმა წარმოებამ 688.0 მილიონი ცალი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 2.2%-ით მეტია.