თბილისი (GBC) – სომხეთის პრემიერ–მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრა, რომელიც 7 დეკემბერს ბრიუსელში იგეგმებოდა, არ შედგება, განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა“.

„შეხვედრა ბრიუსელში 7 დეკემბერს უნდა შემდგარიყო, მაგრამ გუშინ ხიკმეტ გაჯიევმა (აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე. – რედ.) მაცნობა, რომ შარლ მიშელის ოფისიდან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდა, თუ მასში მონაწილეობას საფრანგეთის პრეზიდენტი შარლ მიშელიც მიიღებს მონაწილეობას. ეს კი ნიშნავს, რომ შეხვედრა არ შედგება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.