თბილისი (GBC) – ხუთშაბათის ვაჭრობებზე ნავთობის ფასი ბარელზე $1–ზე მეტით დავარდა, რასაც ბაზრის ანალიტიკოსები ვაშინგტონსა და თეირანს შორის ბირთვული შეთანხმების შესაძლო მიღწევას უკავშირებენ. „შავი ოქროს“ ფასზე აშშ–ში ნავთობის მარაგების ზრდამაც იმოქმედა, რაც ინვესტორებს ჭარბი მიწოდების მოლოდინებს უქმნის.

Brent-ის მარკის ფიუჩერსების ფასი, თბილისის დროით 09:35 საათისთვის 2,45%–ით იყო დავარდნილი – $64,47–მდე ბარელზე. ამერიკული WTI კი 2,55%–ით არის გაიაფებული და ბარელი $61,54 ღირს.

ირანი მზადაა თეთრ სახლთან გარიგების დასადებად, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, განაცხადა ირანელმა მაღალჩინოსანმა NBC News-თან ინტერვიუში.

რაც შეეხება ამერიკის ნავთობმარაგების მოცულობას, ბოლო კვირაში 3,45 მლნ ბარელით არის გაზრდილი.