თბილისი (GBC) – რუსეთმა სომხეთზე გავლენის გაძლიერება გადაწყვიტა. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაწყვიტეს პრორუსი პოლიტიკოსების მომზადება სომხეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც 2026 წელს უნდა გაიმართოს. 

რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ წერს, რომ ამ მიმართულების კურირება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს სერგეი კირიენკოს დაავალეს.

კირიენკო ამჟამად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმებს კურირებს.

კირიენკოს ამოცანაა სომხეთში რუსეთის ინტერესების გასატარებლად რბილი ძალის გამოყენება. მოსკოვში აშფოთებთ, რომ ერევანმა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ კანონპროექტი მიიღო.