თბილისი (GBC) – გლობალური საინფორმაციო სააგენტო REUTERS-ის ორ ჟურნალისტს აზერბაიჯანში აკრედიტაცია აღარ აქვთ. ამის შესახებ სააგენტოს ოფისში განაცხადეს. 

მათი თქმით, აზერბაიჯანის მთავრობის ახალი პოლიტიკის თანახმად, თითოეულ უცხოურ გამოცემას ქვეყანაში მხოლოდ ერთ აკრედიტაციას აძლევენ.

მანამდე აზერბაიჯანში აკრედიტაცია Bloomberg-საც გაუუქმეს. თებერვალში კი აკრედიტაციები გაუნულეს BBC-ს, „სპუტნიკს“ და „ამერიკის ხმას“.