თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა ოთხშაბათის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 7%–დან 6,75%–მდე დასწია.

რეგულატორის ცნობით, საპროცენტო დერეფნის ქვედა და ზედა ზღვრებიც დასწიეს, შესაბამისად, 6%–დან 5,75%–მდე და 8%–დან 7,75%–მდე.