თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0,5 პროცენტული პუნქტით 9%–დან 8,5%–მდე შეამცირა.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით წერს.

ბანკის ცნობით, საპროცენტო დერეფნის ქვედა ზღვარი 7,5%–დან 7%–მდე შემცირდა, ზედა ზღვარი კი 10%–დან 9,5%–მდე.

ცენტრალური ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ინფლაციაზე შიდა და გარე ფაქტორების გავლენის ცვლილებამ და სავალუტო ბაზარზე ჭარბმა მიწოდებამ განაპირობეს.

რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით მომდევნო გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი 20 დეკემბერს მიიღებს.