თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს, ვალუტის გაყიდვის მიმართულებით, წლის ბოლომდე გააგრძელებს. ამის შესახებ ბანკის თავმჯდომარემ თალეხ კიაზიმოვმა განაცხადა ბაქოში გამართულ პრეს–კონფერენციაზე. 

„ოქტომბერში ჩვენ 424 მიოლიონი აშშ დოლარი გავყიდეთ. ასეთი გადაწყვეტილების მიზანი იყო სახელმწიფოს საჭიროებების დაკმაყოფილება. ვალუტის გაყიდვებს მომდევნო ორი თვის განმავლობაშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა კიაზიმოვმა.