ლორა თორნტონი: „ოცნების“ უახლოესი მოკავშირეები: რუსეთი, ირანი და ჩინეთ...
თორნტონმა აღნიშნა,
ლიბერალური დემოკრატიის
კონცეფცია მდგომარეობს
იმის მიღებაში, რომ ერთ
დღეს მმართველი პარტია
დამარცხდება არჩევნებში
და სწორედ ეს არის
მიუღებელი
ივანიშვილისთვის.„ჰელსინკის
კომისიაში ჩემი მთავარი
გზავნილი იქნება, რომ
თავიდანვე არსებობდა
ფატალური ხარვეზი
„ქართული ოცნების“
დემოკრატიული მთავრობის
იდეაში - „ქართული ოცნების“
ლიდერი და მისი
დამფინანსებელი რუსი
ოლიგარქი, ბიძინა
ივანიშვილია, რომელსაც
არანაირი ერთგულება არ
აქვს ლიბერალური
დემოკრატიის ან
დასავლეთის მიმართ.
ამგვარად, მიუხედავად
იმისა, რომ „ქართული
ოცნება“ იყო ფართო
კოალიცია, რომლის
შემადგენლობაში იყვნენ
ნამდვილად
პროდემოკრატიული,
პროდასავლური პარტიები და
ადამიანები, ეს დიდხანს არ
გაგრძელდა. ლიბერალური
დემოკრატიის კონცეფცია
მდგომარეობს იმის
მიღებაში, რომ ერთ დღეს
მმართველი პარტია
დამარცხდება არჩევნებში
და სწორედ ეს არის
მიუღებელი ივანიშვილისა
და მისი
მიმდევრებისთვის.ასევე,
შევეხები საქართველოში
დემოკრატიული უკუსვლის
პირველ ნიშნებს, რომელთა
შორის ზოგიერთმა თავი ჯერ
კიდევ 10 წლის წინ იჩინა,
რომელთა შორის არის
არალიბერალური პოლიტიკა,
ნულოვანი გამჭვირვალობა,
უსაფრთხოების
სამსახურების მხრიდან
თვალთვალი, სასამართლო
რეფორმის ჩავარდნა,
სამოქალაქო საზოგადოებაზე
თავდასხმა, „გავრილოვის
ღამე“ და „უცხოური
აგენტების კანონის“
გატანა, დეზინფორმაციული
კამპანიები, მასობრივი
დაშინება, ხარვეზებით
ჩატარებული არჩევნები,
ევროკავშირის
გაწევრიანების პროცესიდან
უკან დახევა და უკრაინაში
რუსეთის სრულმასშტაბიანი
შეჭრის შემდეგ, უკრაინის
ნაცვლად რუსეთისთვის
მიმხრობა, რუსეთის საომარი
ძალისხმევისთვის
დახმარების გაწევა,
მისთვის სანქციებისთვის
თავის არიდების გზის როლის
შესრულებით. ვისაუბრებ
იმაზე, როგორ ცდილობდა
„ქართული ოცნება“
ოპოზიციის აკრძალვას,
ასევე, მრავალ პოლიტიკურ
პატიმარზე და პროტესტის
მონაწილეების წინააღმდეგ
ძალადობაზე. პანელზე
გაზიარებული იქნება, რომ
ახლა „ქართული ოცნების“
უახლოესი მოკავშირეები
არიან რუსეთი, ირანი და
ჩინეთი და ის, თუ როგორ
იღიმიან „ქართლი ოცნების“
ლიდერები „ჰამასთან“
გადაღებულ ფოტოებში. რა
თქმა უნდა, ყველა პანელისტი
განიხილავს უახლეს
კანონმდებლობას, რომელიც
არღვევს საქართველოს
საერთაშორისო და
კონსტიტუციურ ადამიანის
უფლებების
ვალდებულებებს“, -
განაცხადა თორნტონმა.ის,
„ქართული ოცნების“ მიერ
მიღებულ საკანონმდებლო
ცვლილებებსა გამოეხმაურა
და აღნიშნა, რომ ხშირად
მედიისა და სამოქალაქო
საზოგადოების დადუმება
არის „უკანასკნელი
ლურსმანია ავტოკრატიული
რეჟიმის
კუბოზე“.„ქართულმა
ოცნებამ“ ასევე აღიარა, რომ
სამოქალაქო საზოგადოება
და დამოუკიდებელი მედია
დემოკრატიის უკანასკნელი
ბასტიონია და ახლა მათი
გაქრობა სჭირდებათ.
უკანასკნელი ბასტიონების
დადუმება და
განსხვავებული აზრისთვის
ნებისმიერი სივრცის
ჩაკეტვა ხშირად
უკანასკნელი ლურსმანია
ავტოკრატიული რეჟიმის
კუბოზე. ყველა ეს კანონი
სწორედ ამას ემსახურება,
მათ შორის, ქართველი
ხალხისთვის დიდი ხნის წინ
მოპოვებული სიტყვისა და
შეკრების თავისუფლების
წართმევას“, - განაცხადა
თორნტონმა.თორნტონის
თქმით, მისი ხმა ერთია იმ
ხმათა გუნდში, რომელიც
საუბრობს, რომ „საქართველო
პრორუსული „ქართული
ოცნების“ პირობებში
ავტორიტარიზმში
გადაეშვა“.„როდესაც
საკუთარი თავის დაცვა არ
შეგიძლია მიზეზზე, ფაქტსა
და ლოგიკაზე დაყრდნობით,
თავს ესხმი გზავნილის
გამავრცელებელსა და მის
რეპუტაციას.ჩემი ხედვები
არაფრით განსხვავდება
მათი მოსაზრებებისგან,
ვინც თვალს ადევნებს
საქართველოს, ან არის
დემოკრატიისა და
ადამიანის უფლებების
ექსპერტი - მე ვარ მხოლოდ
ერთი ხმა ხმათა გუნდში,
რომელიც ამბობს, რომ
საქართველო პრორუსული
„ქართლი ოცნების“
პირობებში ავტორიტარიზმში
გადაეშვა. მე თუ არ
ვიქნებოდი სპიკერი, ჩემს
ადგილს ვიღაც სხვა
დაიკავებდა და იტყოდა
ზუსტად იმავე რაღაცებს. ასე
რომ, როგორც ვხვდები,
„ქართულ ოცნებას“
დასჭირდება სრულად
დემოკრატიული სამყაროს
დისკრედიტება, რის
გაკეთებას ცდილობენ კიდეც -
აყენებენ რა შეურაცხყოფას
ევროკავშირისა და
ამერიკელ დიპლომატებს,
ცდილობენ ყველას
დისკრედიტებას დაწყებული
ევროკომისიიდან და
ეუთოდან, აშშ-ის
კონგრესმენებითა და
ევროპელი პარლამენტარებით
გაგრძელებული, ეძახიან რა
დასავლეთს „გლობალური
ომის პარტიას“ და ა.შ.
მსოფლიოში ვერც ერთი
შეურაცხყოფა ვერ შეცვლის
ფაქტებს და ვერ გადაიტანს
ყურადღებას სიმართლიდან“, -
განაცხადა ლორა
თორნტონმა.წყარო:
ინტერპრესნიუსი
1770023894