თბილისი (GBC) – ბაქოში, ნიზამის რაიონში მდებარე ჰეიდარ ალიევის სახელობის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნიდან ძლიერი ხანძრის შესახებ შეტყობინება 112–ზე დღეს, 22 ოქტომბერს, რამდენიმე წუთის წინ შევიდა. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ინციდენტის ადგილზე მეხანძრე მაშველების ბრიგადები გაიგზავნა.

სააგენტო Day.Az–ის ცნობით, ბაქოს უმსხვილესი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის ტერიტორიიდან თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს. 

ამ მომენტისთვის მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.