მომხმარებელთა უფლებების დარღვევაზე GCCA-ში მიმართვიანობა 112%-ით გაიზა...
საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის
გადაწყვეტილებით,
მომხმარებელთა ჯგუფის
უფლების 162 დარღვევის ფაქტი
დადასტურდა - 417 საქმეზე.
GCCA-ის მიერ დაკისრებული
ვალდებულების
შეუსრულებლობის გამო 75
მოვაჭრეს - 198 საქმეზე
დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 202 281
ლარის ოდენობით. ამასთან,
მომხმარებლის
სასარგებლოდ, პირობითი
ვალდებულების აღების
შესახებ 132 საქმეზე - 114
შეთანხმება გაფორმდა, რაც
ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა
აიღეს ვალდებულებები -
საქმიანობის შიდა
პოლიტიკა შეცვალონ და იმ
მომხმარებელთა უფლებები
აღადგინონ, რომელთაც,
სავარაუდოდ, წარსულში
არსებული სავაჭრო
პოლიტიკის შედეგად ზიანი
მიადგათ.ამასთან,
საანგარიშო პერიოდში,
მომხმარებლის მიერ
შემოსული განაცხადების 70%
ონლაინ ვაჭრობის ფაქტს
ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის
ადგილზე შეძენის
შემთხვევას.
ადგილმდებარეობის
მიხედვით, სააგენტოსთვის
მომართვიანობისას, დიდი
წილი - 82% თბილისს უჭირავს,
შემდეგ კი მოდის რეგიონები
- აჭარა 5%, იმერეთი 4%, ქვემო
ქართლი 2%, კახეთი 2%,
სამეგრელო ზემო-სვანეთი 1%
და სხვ.მიმდინარე წლის 6
თვის მონაცემებით, თანხის
უკან დაბრუნების
მოთხოვნაზე დაფიქსირდა 532
განაცხადი, ნაკლიანი
ნივთის შეკეთებასა ან
შეცვლაზე 293, ნაკლოვანი
მომსახურებისას უფლების
აღდგენაზე 291, დადგენილ
ვადაში საქონლის
მიწოდებაზე 60, ხოლო სხვა
დანარჩენზე - 100. სექტორების
მიმართულებით,
სტატისტიკის თანახმად, 70%-ს
საბითუმო და საცალო
ვაჭრობის სექტორი
იკავებდა, ტრანსპორტი და
დასაწყობება 11%, ხელოვნება,
გართობა და დასვენება - 3%,
ხოლო სხვა სახის
საქმიანობები 16%.
1782972930