თბილისი (GBC) – BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) წევრი ქვეყნების ნაციონალური საგადახდო სისტემების გაერთიანების ინიციატივით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ნასერ კანანი გამოვიდა. ამის შესახებ მან პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

მან ირანისა და რუსეთის საგადახდო სისტემების დაკავშირების პროცესის დასრულების შესახებაც ისაუბრა. კანანის აღნიშნა, რომ ამით ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ სავაჭრო ანგარიშსწორებები ნაციონალურ ვალუტებში შეუფერხებლად განხორციელდეს.

მისივე სურვილია, რომ ირან–რუსეთს შორის შექმნილი ეს მექანიზმი BRICS-ის წევრ სხვა სახელმწიფოებზეც გავრცელდეს.