თბილისი (GBC) - გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის ნიშნული 45 წლის მაქსიმუმზეა. მიუხედავად იმისა, რომ  წლიურმა ინფლაციამ ქვეყანაში მარტის 10.1%-იდან, აპრილში 8.7% შეადგინა, საკვების ჯგუფზე ფასების ზრდის ტემპი 19%-ს აჭარბებს.

მიუხედავად იმისა, რომ აპრილში, აგვისტოს შემდეგ პირველად დაფიქსირდა ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებელი, ბრიტანეთის კანცლერი ჯერემი ჰანტი ფასების ზრდის ტემპს „შემაშფოთებელს“ უწოდებს.

ამას ემატება ეკონომისტების პროგნოზი, რომლებიც აპრილის ინფლაციას 8.2%-ის ფარგლებში ვარაუდობდნენ, თუმცა რიცხვები აჩვენებს,რომ ვითარება გაცილებით რთულადაა.

კანცლერმა ჯერემი ჰანტმა BBC-ს განუცხადა - მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის  მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნა  "მისასალმებელი ამბავია, ამ რიცხვების ქვეშ არის რაღაცები, რაც აჩვენებს, რომ ამ ბრძოლის დასასრული შორსაა“.