თბილისი (GBC) – მაგნიტუდით 6,9 მიწისძვრა დაფიქსირდა იაპონიის სამხრეთ დასავლეთში, კუნძულ კიუსიუს მახლობლად. წარმოიქმნა ცუნამის საფრთხე. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის მეტეოროლოგიის ნაციონალური სამმართველო ავრცელებს. 

ეპიცენტრი მიაძაკის პრეფექტურაში იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი ოკეანის ფსკერიდან 30 კმ–ის სიღრმეზე მდებარეობდა.

დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.