თბილისი (GBC) - გასულ წელს ჩინეთში ტოიოტას, ჰონდას და ნისანის გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა. ამის მიზეზი ელექტრომობილების პოპულარობაა. Bloomberg წერს, რომ იაპონელები შიდა წვის ძრავიანი მანქანების წარმოებაში „მეფეები“ არიან. თუმცა ჩინეთში მათ გაყიდვებს ადგილობრივი ელექტრომობილები ანაცვლებენ.

დღეის მდგომარეობით ტოიოტა, ჰონდა და ნისანი საუკეთესო იაპონური მწარმოებლები არიან. თუმცა ბოლო პერიოდში დიდ კონკურენციას აწყდებიან. გამოცემის ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი Tesla Inc და BYD- გახლავთ.

ყველანაირი გათვლით, 2023 წელს ელექტრომობილების გაყიდვა 9 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება, რაც ბაზრის 35% იქნება.

დასკვნა ერთია - მსოფლიო ძალიან სწრაფი ტემპით ანაცვლებს ბენზინის ძრავს ელექტროძრავით.