თბილისი (GBC) - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე; გაკპოსთან, კეინთან, მუსიალასთან და შრანცთან ერთად 3 გოლით გახდა EURO 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი.
შეგახსენებთ, EURO 2024-ის გამარჯვებული ესპანეთი გახდა, რომელმაც თავისი მეტოქე ინგლისი, 2:1 დაამარცხა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალში, სწორედ ესპანეთთან დამარცხების შემდეგ გამოეთიშა.
ცნობისთვის, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე მიქაუტაძესთან ერთად გიორგი მამრდაშვილიც ლიდერობს - EURO 2024-ზე მან ყველაზე მეტი, 29 სეივი შეასრულა.