თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისში სპილენძის ფასი თვიურად 4.6%-ით შემცირდა. გაზაფხულზე დაფიქსირებული რეკორდული $11,000-იანი ნიშნულის შემდეგ, რაც ტრეიდერების სპეკულაციის შედეგი იყო, ფასი შედარებით დასტაბილურდა.

აღსანიშნავია, რომ მაღალმა ფასებმა მომხმარებლებს შესყიდვების გადავადება აიძულა და დეფიციტის მოლოდინები არ რეალიზდა. შედეგად, ივნისის დასაწყისში ჩინეთში სპილენძის მარაგები 2020 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს აღწევდა.

ფასის კლებასთან ერთად მომხმარებლის ნაწილი ბირჟაზე დაბრუნდა, რამაც თვის ბოლოს ჩინური მარაგების მცირედით კლება გამოიწვია. მიუხედავად ფასის ბოლო დინამიკისა, ფასის გრძელვადიანი პროგნოზი კვლავ ოპტიმისტურია, ვინაიდან მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დისბალანსი მოსალოდნელია.