თბილისი (GBC) – აშშ–ში გამართულ საერთოეროვნულ გამოკითხვაში დემოკრატების კანდიდატმა კამალა ჰარისმა 44% მიიღო და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს 2 პროცენტული პუნქტით გაუსწრო (ტრამპი – 42%).

თუმცა, ეს სხვაობა სტატისტიკური ცდომილების 3%–იან ფარგლებშია.

მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავისი კანდიდატურა 21 ივლისს მოხსნა და მხარდაჭერა ვიცე–პრეზიდენტ კამალა ჰარისს გამოუცხადა. ჰარისი დათანხმდა. დემოკრატიული პარტია, ვირტუალური კენჭისყრის შემდეგ, ჰარისის კანდიდატურას ოფიციალურად აგვისტოში დაამტკიცებს.