თბილისი (GBC) – აშშ–ის განათლების სამინისტროს ცნობით, ჰარვარდის უნივერსიტეტს მთლიანად შეუწყდა $2,2–მილიარდიანი სახელმწიფო დაფინანსება.
„ანტისემიტიზმთან ბრძოლის სპეციალურმა გაერთიანებულმა განყოფილებამ გადაწყვიტა, გაეყინა $2,2 მილიარდის მრავალწლიანი გრანტები და $60–მილიონიანი კონტრაქტები ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აშშ–ის მთავრობა უნივერსიტეტის $9–მილიარდიანი დაფინანსების საკითხს გადახედავდა. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აფრთხილებდა მთავრობას, რომ ასეთი გადაწყვეტილებით სასწავლო და კვლევით პროგრამებს ჩააგდებდნენ.