თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც სამშაბათს, 7 თებერვალს გაიმართა, 92,5%–ით ილჰამ ალიევი უპირობო ლიდერია. სხვა ექვსი კანდიდატიდან ყველაზე მეტი ხმა ორუჯ ზაჰიდმა მოიპოვა – 2,19%. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ცესკო ავრცელებს.

ეს მაჩვენებლები ხმების 93,35%–ით დათვლის შედეგად გამოვლინდა.

ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა 4 651 473–მა ამომრჩეველმა მისცა.