თბილისი (GBC) - დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა წელს თავიდან აიცილებს რეცესიას. - ამის შესახებ განცხადებას IMF აკეთებს.
IMF-ის განცხადებაში, რეცესიის თვიდან აცილების მთავარ მიზეზად „მდგრადი მოთხოვნა“ და ენერგიაზე ფასების შემცირება სახელდება.
ფონდის მოლოდინით 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკა 0.4%-ით გაიზრდება. შეგახსენებთ გასულ თვეში ფონდი 0.3%-იან ვარდნას ვარაუდობდა.
IMF - განცხადებაში ინფლაციასაც ახსენებს და რეკომენდაციის სახით წერს, რომ ნებისმიერი სცენარით სიტუაციის განვითარების შემთხვევაში, ცენტრალური ბანკის საპროცენტო განაკვეთი უნდა დარჩეს მაღალი.