თბილისი (GBC) – იტალიის პორტ ჯოია–ტაუროში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, ამოღებულია 2,7 ტონა კოკაინი. ამ ტვირთის გაგზავნა ბათუმის პორტში იგეგმებოდა, საიდანაც სომხეთში უნდა გადაეზიდათ. ამის შესახებ სომხური საინფორმაციო სააგენტო მედიამაქსი იტალიურ სააგენტო ANSA-ზე დაყრდნობით წერს.

იტალიური სააგენტო წერს, რომ კოკაინის შეფუთვები ბანანით დატვირთულ ორ კონტეინერში იყო გადამალული. კონტეინერები იტალიაში ეკვადორიდან მოხვდა და საბოლოო დანიშნულების ადგილად სომხეთი იყო მითითებული.

სააგენტოს ცნობით, შავ ბაზარზე 2,7 ტონა კოკაინის ფასი დაახლოებით 800 მლნ ევროს შეადგენს.