თბილისი (GBC) – თურქეთმა ჯეიჰანის პორტის ტერმინალიდან ნავთობის მიწოდება განაახლა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg პროცესებთან დაახლოებულ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„თურქეთმა ჯეიჰანის პორტიდან ნავთობის მიწოდება სამშაბათს გვიან ღამით განაახლა“, – თქვა მან.
ჯეიჰანის პორტმა, რომელიც დამანგრეველი მიწისძვრის ეპიცენტრიდან 150 კილომეტრის დაშორებით ხმელთაშუა ზღვისა სანაპიროზე მდებარეობს, ოპერირება 6 თებერვალს შეაჩერა.
კირკუკი–ჯეიჰანის ნავთობსადენი, რომლითაც ერაყიდან მიდის ნავთობი პორტში და ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის მილსადენი მიწისძვრის შედეგად არ დაზიანებულა და შავი ოქროს ტრანსპორტირება ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს.